მზის პანელები (ასევე იხმარება ტერმინი მზის ფოტოვოლტაიკური ელემენტები) გამოიყენება მზის სხივის ელექტროენერგიად გარდასაქმნელად.

მზის ენერგიის განვითარების ისტორია 100 წელზე მეტს ითვლის. ადრეულ პერიოდში მზის ენერგიას ორთქლის წარმოებისთვის იყენებდნენ, რომელსაც სხვადასხვა მექანიზმები მოჰყავდა მოძრაობაში, მაგრამ ედმონდ ბეკერელის მიერ “ფოტოელექტრული ეფექტის” აღმოჩენის შემდეგ შესაძლებელი გახდა მზის ენერგიის ელექტრულ ენერგიად გარდაქმნა. ბეკერელის აღმოჩენამ ჩარლს ფრიცის გამოგონებას ჩაუყარა საფუძველი. 1893 წელს ფრიცმა შექმნა პირველი მზის უჯრედი, რომელიც აიწყო სელენის ფურცლებითა და ოქროს თხელი ფენით. სწორედ ასეთი დასაწყისი ჰქონდა მოწყობილობას, რომელსაც ჩვენ დღეს მზის პანელებს ვეძახით.