სოლარ პარტნიორი
თქვენი სახურავი, ჩვენი მზის სადგური
თუ გაქვთ სახურავი, მაგრამ მზის სადგურის შეძენისთვის ბიუჯეტი არ გყოფნით ჩვენ გთავაზობთ მზის ენერგიის გამოყენების ინოვაციურ შესაძლებლობას:
- თქვენს სახურავზე სრულიად უფასოდ დამონტაჟდება მზის სადგური;
- გამომუშავებული ელექტროენერგიის 20% თქვენს საკუთრებაშია;
- 10 წლის შემდეგ სადგური სრულად თქვენი ხდება.
როგორ მუშაობს პროექტი?
განაცხადის შემოტანა: თქვენ ავსებთ განაცხადის ფორმას ვებ-გვერდზე.
ობიექტის შეფასება: ჩვენი სპეციალისტები შემოწმებენ აკმაყოფილებს თუ არა თქვენი სახურავი ყველა საჭირო სტანდარტს.
ხელშეკრულების გაფორმება: პირობების შეთანხმების შემდეგ ფორმდება 10-წლიანი თანამშრომლობის ხელშეკრულება.
სადგურის მონტაჟი და ნეტო აღრიცხვაში ჩართვა: პროექტის დამტკიცების შემდეგ, ჩვენს გუნდს 2-3 დღე სჭირდება სადგურის დამონტაჟებისთვის, ხოლო ნეტო აღრიცხვის პროგრამაში ჩართვას 1-დან 3 თვემდე.
ელექტროენერგიის წარმოება: სადგურის ამუშავებისთანავე იწყება ელექტროენერგიის გამომუშავება, ხოლო თქვენ ავტომატურად იღებთ 20%-ს.
აქციაში მონაწილეობის პირობები
- აქცია ვრცელდება მხოლოდ თბილისის ტერიტორიაზე თელასის ქსელში ჩართულ აბონენტებზე;
- აქციაში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს;
- სახურავი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
- დახრილი იყოს სამხრეთით, ან მცირედი გადახრით აღმოსავლეთით ან დასავლეთისკენ;
- დახრის გრადუსი უნდა იყოს 10°-ზე მეტი (უპირატესობა მიენიჭებათ უფრო დახრილ სახურავებს). შესაძლებელია დაყენება ბრტყელ სახურავებზეც, თუმცა, ეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შეფასდება;
- სახურავის ჯამური ფართი უნდა იყოს მინიმუმ 30 მ²;
- არ უნდა იჩრდილებოდეს ხეებით ან შენობებით;
- უნდა იყოს გადახურული თუნუქით, პროფილირებული, ან მეტალოკრამიტით (მზის ელ-სადგურს ვერ დავამონტაჟებთ შიფერით გადახურვაზე);
- არ უნდა იყოს ავარიულ მდგომარეობაში.
- ქონება არ უნდა იყოს ჩართული სამართლებრივ დავაში.
ხშირად დასმული კითხვები
1. ხომ არ გამოიწვევს სადგურის მონტაჟი ჩემი სახურავის დაზიანებას?
არა! მონტაჟი ხდება თანამედროვე ტექნოლოგიებით და სტანდარტების სრული დაცვით. ჩვენ ვიყენებთ უმაღლესი ხარისხის მასალებს, რაც უზრუნველყოფს სახურავის ჰერმეტულობას და იცავს დაზიანებისგან.
2. რა მოხდება 10 წლის შემდეგ?
10 წლის შემდეგ მზის სადგური სრულად გადმოგეცემათ საკუთრებაში, ყოველგვარი დამატებითი ვალდებულებების გარეშე.
3. რამდენი ხანი იმუშავებს სადგური?
მზის სადგურის სიცოცხლის ხანგრძლივობა 20-25 წელიწადია, რაც ნიშნავს იმას, რომ კონტრაქტის დასრულების შემდგომ თქვენ 10-15 წლის განმავლობაში კიდევ შეძლებთ უფასო ელექტროენერგიით სარგებლობას.
4. როგორ ხდება ენერგიის განაწილება?
ვირტუალური ნეტო აღრიცხვის რეგულაცია საშუალებას იძლევა მზის სადგური დამონტაჟდეს ერთ აბონენტზე, ხოლო გამომუშავებული ელექტროენერგია მიეწოდოს სხვა [რამდენიმე] აბონენტს.
5. სჭირდება თუ არა სადგურს მოვლა ან ტექნიკური მხარდაჭერა?
სადგურს მინიმალური მოვლა სჭირდება. ჰელიოს ენერჯი უზრუნველყოფს 10 წლის განმავლობაში უფასო ტექნიკურ მხარდაჭერას, რაც მოიცავს პერიოდულ შემოწმებებსა და საჭირო შეკეთებებს.
6. შესაძლებელია თუ არა სადგურის გადატანა სხვა ლოკაციაზე?
სადგურის გადატანა შესაძლებელია მხოლოდ ტექნიკური პირობებისა და ხელშეკრულების თანახმად. გადატანას შეიძლება თან ახლდეს დამატებითი ხარჯები.
7. რა მოხდება, თუ სახურავზე რემონტი დამჭირდება?
თუ რემონტის საჭიროება გაჩნდება, აუცილებელია წინასწარ დაგვიკავშირდეთ, რათა უზრუნველვყოთ უსაფრთხო დემონტაჟი და ხელახალი მონტაჟი.
8. შემიძლია თუ არა სადგურის მოდერნიზაცია მომავალში?
დიახ, შესაძლებელია სისტემის გაფართოება ან ბატარეების დამატება, რაც კიდევ უფრო გაზრდის თქვენს ენერგო დამოუკიდებლობას.
9. რა მოხდება, თუ 10 წლის განმავლობაში გავყიდი სახლს?
ამ შემთხვევაში ახალი მფლობელი ხდება სადგურის მფლობელი არსებული პირობებით. სადგური სახლის გასაყიდ ფასსაც მნიშვნელოვნად ზრდის.
10. შესაძლებელია თუ არა სადგურის მუშაობის მონიტორინგი?
დიახ, თქვენ მიიღებთ წვდომას სპეციალურ აპლიკაციასა და ვებ-პლატფორმაზე, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ გააკონტროლოთ გამომუშავებული ენერგია და მოხმარების სტატისტიკა.
11. შესაძლებელია თუ არა გამომუშავებული ელექტროენერგიის ჩემი 20% წილის სხვაზე გადაცემა?
დიახ, თქვენ შეგიძლიათ გადაწყვიტოთ, რომელ აბონენტს მიეწოდოს გამომუშავებული ენერგია. ეს შეიძლება იყოს თქვენი სხვა საცხოვრებელი, ოფისი ან ოჯახის წევრის ანგარიში.
12. საჭიროა თუ არა რაიმე სპეციალური ნებართვა?
არა, ჰელიოს ენერჯი იღებს სრულ პასუხისმგებლობას ყველა საჭირო ნებართვის მოპოვებაზე და დოკუმენტაციის მოწესრიგებაზე.