მზის პანელები აგროვებენ სუფთა განახლებად ენერგიას სინათლის სახით და გარდაქმნიან მას ელ-ენერგიად. პანელები შედგება რამდენიმე ინდივიდუალური მზის ელემენტისგან, რომლებიც თავად შედგებიან სილიციუმის, ფოსფორის და ბორის ფენებისგან. მათი წყალობით პანელი შთანთქავს ფოტონს, რითაც წარმოქმნის დენს. კარგად დაბალანსებული ქსელთან დაკავშირებული კონფიგურაციის პირობებში, მზის პანელი დღის განმავლობაში გამოიმუშავებს ენერგიას, რომელიც შეგვიძლია მყისიერად მოვიხმაროთ, ან დავაგროვოთ და მზის ჩასვლის შემდგომ გამოვიყენოთ.
მზის პანელი გამოიყენება სხვადასხვანაირი კონფიგურაციის მზის ელ-სადგურის სისტემებში. სისტემები, როგორც ვიცით, შესაძლოა იყოს ქსელური, ქსელისგან დამოუკიდებელი და ჰიბრიდული. ყველა სისტემის აუცილებელი შემადგენელი კომპონენტია მზის პანელი, ვინაიდან ის არის გენერაციის წყარო.
