გარდამქმნელი
გარდამქმნელი (იგივე ინვერტორი) პანელის შემდგომ მზის ელ-სადგურის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია. გარდამქმნელი მზის პანელებიდან მომავალ მუდმივი დენის (DC) სიმძლავრეს გარდაქმნის ცვლადი დენის (AC) სიმძლავრედ და აწვდის მომხმარებელს.
მზის ელ-სადგურების გარდამქმნელი არსებობს ძირითადად სამი სახის:
- ქსელური მზის ელ-სადგურებისთვის;
- დამოუკიდებელი (ავტონომიური) ტიპის მზის ელ-სადგურებისთვის;
- და კომბინირებული (ჰიბრიდული) მზის ელ-სადგურებისთვის.
- ქსელური ტიპის გარდამქმნელი მზის ელ-სადგურიდან მომავალ ენერგიას გარდაქმნის ცვლად დენად და გზავნის სადისტრიბუციო სისტემაში, რომელსაც ქსელს ვუწოდებთ. როგორც წესი, ქსელური მზის ელ-სადგური მიერთებულია მომხმარებლის შიდა ქსელზე და მომხმარებელი ჩართულია ნეტო აღრიცხვის პროგრამაში, რაც გულისხმობს იმას, რომ ჭარბი გენერაციის შემთხვევაში გამომუშავებული ელ-ენერგია ქსელში გადის და ორმაგი მრიცხველის საშუალებით მომხმარებელს დადებითი ბალანსი უფიქსირდება, რომელიც შემდგომ შეუძლია გამოიყენოს. ქსელური გარდამქმნელი ქსელში ელ-ენერგიის გათიშვის შემთხვევაში ითიშება. მასზე შეუძლებელია აკუმულატორების მიერთება. კარგი ხარისხის ქსელური გარდამქმნელის ექსპლუატაციის პერიოდი შეადგენს 10-15 წელიწადს.
- ავტონომიური მზის ელ-სადგურის გარდამქმნელი, ქსელურისგან განსხვავებით, არ არის ქსელში მიერთებული. ქსელზე მიერთების შემთხვევაში, ის დაზიანდება. მისი ამოცანაა ავტონომიური მზის ელ-სადგურების მიერ აკუმულატორებში დაგროვილი ელ-ენერგიის გარდაქმნა მომხმარებლისთვის სასურველი ძაბვის ელ-ენერგიად (230 ვოლტად). კარგი ხარისხის ქსელური გარდამქმნელის ექსპლუატაციის პერიოდი შეადგენს 10-15 წელიწადს.
- რაც შეეხება ჰიბრიდულ გარდამქმნელს, მას აქვს უნარი იმუშაოს როგორც ავტონომიურ, ისე ქსელურ რეჟიმში, რითაც ქსელურ ან ავტონომიურ გარდამქმნელებთან მიმართებით საგრძნობ უპირატესობას ფლობს. მას აქვს ძირითადად ორი ფუნქცია: 1. ქსელში ელ-ენერგიის გათიშვის შემთხვევაში მოამარაგოს მომხმარებელი აკუმულატორებიდან. 2. დიფერენცირებული ტარიფის არსებობის შემთხვევაში, აკუმულატორებში დაგროვილი მზის ელ-სადგურის გენერაცია გამოიყენოს, რათა მოხმარებელს არ მოუწიოს ქსელიდან ელ-ენერგიის ძვირად შესყიდვა (ეს ფუნქცია საქართველოსთვის უმნიშვნელოა).
უმნიშვნელოვანესია სწორი და მაღალხარისხიანი გარდამქმნელის შერჩევა, რომელიც გამოირჩევა სანდოობით და ექსპლუატაციის ხანგძლივი პერიოდით.
ჰელიოს ენერჯი გთავაზობთ მსოფლიოში საუკეთესო გარდამქნელების მწარმოებელი კომპანიების პროდუქციას. 30 კვტ-მდე სიმძლავრის პროექტებში ჩვენ (როგორც წესი) ვიყენებთ Solax Power-ის, ხოლო დიდ პროექტებში – Huawei-ის გარდამქმნელებს.
Solax Power-მა შეიმუშავა მზის ელ-სადგურების ინდუსტრიაში საუკეთესო ერთფაზიანი და სამფაზიანი გარდამქმნელები. სოლაქსის ჰიბრიდული სისტემები გამოირჩევა მაღალტექნოლოგიური გადაწყვეტებით, აკუმულატორების და მათი მართვის სისტემების ხარისხით.
რაც შეეხება Huawei-ის, მისი გარდამქმნელების არქიტექტურა ეფუძნება კომპანიის 30 წლიან გამოცდილებას. მათში ინტეგრირებულია ხელოვნური ინტელექტი და Cloud მართვის ფუნქციები. Huawei-ს გარდამქმნელებისთვის შესაძლებელია 20 წლიანი გარანტიის შეძენაც. კომპანია ამაყობს, რომ მათი გარდამქმნელების მხოლოდ 0.5 % გამოდის მწყობრიდან საექსპლუატაციო ვადაზე ადრე.

ჰელიოს ენერჯი მიერ დამონტაჟებულ ნებისმიერ გარდამქმნელს მინიმუმ 5 წლიანი საგარანტიო პერიოდი აქვს, რაც კიდევ ადასტურებს იმას, რომ ჩვენ ვენდობით იმ პროდუქციას, რასაც ჩვენ მომხმარებლებს ვუყენებთ და დარწმუნებული ვართ მათ გრძელვადიან და საიმედო მუშაობაში. ჩვენს მიერ შერჩეულ გარდამქმნელებს აქვთ დაცვის ყველა სტანდარტი, რომელიც მოითხოვება მსგავსი პროდუქციისთვის.