ელექტრომობილები და განახლებადი ენერგია - ჩვენი არჩევანი
როგორც განახლებადი ენერგიის სექტორში მოქმედი კომპანია, „ჰელიოს ენერჯი“ მიიჩნევს, რომ მდგრადი განვითარება მხოლოდ სუფთა ენერგიის წარმოებით არ შემოიფარგლება. ის ასევე გულისხმობს ყოველდღიურ საქმიანობაში ისეთი გადაწყვეტილებების მიღებას, რომლებიც ამცირებს გარემოზე უარყოფით ზემოქმედებას, ხელს უწყობს რესურსების ეფექტიან გამოყენებას და ქმნის უფრო ჯანსაღი მომავლის საფუძველს.
შესაბამისად, „ჰელიოს ენერჯიმ“ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ოპერაციული და ტექნიკური პროცესები სრულად განახლებადი ენერგიის გამოყენებით წარმართოს. სულ მალე კომპანია ტექნიკური და სადიტრიბუციო სამუშაობისათვის შიგაწვის ძრავიან ავტომობილებს ელექტრომობილებით სრულად ჩაანაცვლებს.
აღნიშნული გადაწყვეტილება ჰელიოს ენერჯის მდგრადი განვითარების სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია და ასახავს კომპანიის არჩევანს უფრო სუფთა და ენერგოეფექტიანი მობილობის სასარგებლოდ.
საკუთარ ოფისში მზის ენერგიის გამოყენება და ელექტრომობილებზე გადასვლა „ჰელიოს ენერჯისთვის“ მხოლოდ ტექნოლოგიური განახლება არ არის – ეს არის გააზრებული არჩევანი, რომელიც აერთიანებს კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობას, თანამედროვე მიდგომებსა და ბიზნესის გრძელვადიან ინტერესებს.
ამასთანავე, საწვავის ხარჯების შემცირება კომპანიას აძლევს შესაძლებლობას, ოპერაციული დანახარჯები უფრო ეფექტიანად მართოს.
„ჰელიოს ენერჯი“ მოუწოდებს კერძო სექტორის წარმომადგენლებს, გადახედონ საკუთარ სატრანსპორტო პოლიტიკას, განიხილონ ელექტრომობილებზე გადასვლის შესაძლებლობა და უფრო აქტიურად ჩაერთონ მწვანე ტრანსფორმაციის პროცესში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ასეთი გადაწყვეტილებები შეფასდეს არა მხოლოდ გარემოსდაცვითი სარგებლის, არამედ გრძელვადიანი ეკონომიკური ეფექტიანობის გათვალისწინებითაც.
ჩვენ გვჯერა, რომ მდგრადი მომავალი იქმნება მაშინ, როდესაც პასუხისმგებლობიანი არჩევანი ხდება არა გამონაკლისი, არამედ ბიზნესის ყოველდღიური პრაქტიკა.
One Response