ჰელიოს მუხტი
აქციეთ თქვენი სივრცე შემოსავლის წყაროდ – გახდით „ჰელიოს ენერჯის“ პარტნიორი და მიიღეთ მონაწილეობა საქართველოში ელექტრომობილების დამტენი ინფრასტრუქტურის განვითარებაში
ფლობთ ადგილს, რომელიც შეიძლება ელექტრომობილების დამტენის ლოკაციად გამოდგეს? გამოიყენეთ თქვენი ლოკაციის პოტენციალი და მიიღეთ დამატებითი შემოსავალი ელექტრომობილების დამტენი სადგურის მეშვეობით. დამტენის მოწყობის ხარჯს სრულად ჩვენ დავფარავთ!
საქართველოში ელექტრომობილების რაოდენობის ზრდასთან ერთად იზრდება მოთხოვნა დამმუხტველ ინფრასტრუქტურაზეც. „ჰელიოს ენერჯი“ ავითარებს ელექტრომობილების დამტენი სადგურების ქსელს და ეძებს პარტნიორებს, რომლებსაც აქვთ შესაბამისი სივრცე და სურთ გრძელვადიან ბიზნესპროექტში მონაწილეობა.
როგორ მუშაობს პარტნიორობა?
პარტნიორობის მოდელი მარტივია: თქვენ გვთავაზობთ ლოკაციას, „ჰელიოს ენერჯი“ კი სრულად დააფინანსებს დამტენი სადგურის მოწყობას და იზრუნებს მის ტექნიკურ და კომერციულ ფუნქციონირებაზე.
რას უზრუნველყოფს „ჰელიოს ენერჯი“?
- სრულ დაფინანსებას – დამტენი სადგურის მოწყობის სრული ღირებულება, იფარება „ჰელიოს ენერჯის“ მიერ;
- მონტაჟსა და ტექნიკურ მომსახურებას – დამტენის მოწყობასა და მის გამართულ მუშაობაზე ზრუნვას;
- სადგურის სათანადო აპლიკაციაში ინტეგრაციას;
- მარკეტინგსა და მომხმარებლების მოზიდვაზე ზრუნვას;
- კომერციულ მართვას – პროექტის ფინანსური მოდელის შესაბამისად შემოსავლის განაწილებას.
რა არის საჭირო პარტნიორისგან?
- დამტენი სადგურის განსათავსებლად სივრცის გამოყოფა – მიწის ნაკვეთი, ავტოსადგომი ან კომერციული სივრცის მიმდებარე ტერიტორია, სადაც დამტენის განთავსება ტექნიკურად შესაძლებელია;
- უსაფრთხოება – დამტენი სადგურისა და ადგილზე არსებული ინფრასტრუქტურის დაცვა და დამტენის გამართულობის უზრუნველყოფა (მათ შორის ვიდეოკამერით ზედამხედველობა);
- დამტენი სადგურის პოპულარიზაციასა და მომხმარებლების მოზიდვაში ჩართულობა.
უპირატესობა მიენიჭება ლოკაციებს:
- წვდომით ცენტრალურ მაგისტრალებთან და გზებთან.
- მჭიდროდ დასახლებულ უბნებში.
- ელ-ენერგიის მაღალი სიმძლავრის მიერთებით.
- მოსახერხებელი პარკირების შესაძლებლობით.
- სადაც მიმდებარედ არ აყენია ელ-მობილების დასამუხტი სადგურები.
- და განიხილავენ თანამშრომლობას 10 წელი და მეტი ხნით.
რა შემოსავლის მიღებაა შესაძლებელი?
ფინანსური მოდელის გათვლით, დამტენი სადგურის 30%-იანი საშუალო დატვირთვის სცენარში საპროგნოზო წლიური მაჩვენებლები ასეთია:
- წლიურად გაყიდული ელექტროენერგია – დაახლოებით 262,800 კვტ·სთ;
- ელექტროენერგიის გაყიდვიდან მიღებული წლიური შემოსავალი – დაახლოებით 157,680 ლარი;
- ელექტროენერგიის ხარჯის გამოკლების შემდეგ დარჩენილი თანხა – დაახლოებით 78,840 ლარი;
- პარტნიორის სავარაუდო შემოსავალი – 30,420 ლარი წელიწადში, ანუ საშუალოდ 2,535 ლარი თვეში.
გაითვალისწინეთ: მითითებული თანხები ფინანსური მოდელის საფუძველზე მიღებული საპროგნოზო მაჩვენებლებია და არა გარანტირებული შემოსავალი. რეალური შედეგი დამოკიდებული იქნება ელექტრომობილების დამტენი სადგურის ფაქტობრივ დატვირთვასა და ელექტროენერგიის გაყიდვის მოცულობაზე.
როგორ ნაწილდება შემოსავალი?
ფინანსური მოდელის მიხედვით, ელექტროენერგიის ხარჯის გამოკლების შემდეგ დარჩენილი თანხა შემდეგი პრინციპით ნაწილდება:
- წლიურად გაყიდული პირველი 100,000 კვტ·სთ-ის შესაბამისი შემოსავლიდან დარჩენილი თანხის 80% ეკუთვნის „ჰელიოს ენერჯის“, ხოლო 20% – პარტნიორს;
- 100,000 კვტ·სთ-ზე მეტი გაყიდვების შესაბამისი შემოსავალი მხარეებს შორის თანაბრად ნაწილდება.
თანამშრომლობა დაგეგმილია 10 წლის ვადით, რაც საშუალებას იძლევა, ლოკაცია გრძელვადიან შემოსავლის წყაროდ აქციოთ ისე, რომ დამტენი სადგურის მოწყობის სრული საწყისი ღირებულება თავად არ გაიღოთ.
საბოლოო პირობები, მხარეთა პასუხისმგებლობები და შემოსავლის განაწილების წესი განისაზღვრება პარტნიორობის ხელშეკრულებით.
როგორ დავიწყოთ თანამშრომლობა?
- დაგვიკავშირდით და მოგვაწოდეთ ინფორმაცია თქვენი ლოკაციის შესახებ;
- შევაფასებთ ლოკაციას, მის ტექნიკურ შესაძლებლობებსა და კომერციულ პოტენციალს;
- შევათანხმებთ პირობებს – განვსაზღვრავთ მხარეთა პასუხისმგებლობებსა და ფინანსურ პირობებს;
- შეთანხმების შემდეგ დავიწყებთ პროექტის განხორციელებას და მოვაწყობთ დამტენ სადგურს.
თქვენი ლოკაცია + ჩვენი ტექნოლოგია და ინვესტიცია = საერთო შემოსავალი