მზის ელ-სადგურის პროექტირება
ჰელიოს ენერჯი სპეციალიზებულია სხვადასხვა სიმძლავრის ფოტოელექტრული სადგურების პროექტირებასა და მონტაჟში. ჩვენ სადგურებს ვაყენებთ ნებისმიერ ადგილზე, იქნება ეს შენობის სახურავი თუ მიწის ზედაპირი.
ჰელიოს ენერჯი მზის ელ-სადგურის მშენებლობისთვის გთავაზობთ მომსახურების შემდეგ სპექტრს:
- პროექტის ეფექტურობის დასაბუთებას, რომელიც ითვალისწინებს ყველა სპეციფიკურ გარემო ფაქტორს;
- სისტემის ინჟინერიასა და დიზაინს;
- საჭირო აღჭურვილობის შერჩევას;
- სისტემის მონტაჟს და ტესტირებას;
- მზის ელსადგურის შემდგომ მონიტორინგს.
პროექტის რეალიზაციისთვის საჭიროა გავერკვეთ მზის სადგურის ტიპებში:
- ქსელური მზის ელ-სადგური, რომელიც მიერთებულია საერთო ქსელზე და მომხმარებელი ჩართულია ნეტო აღრიცხვის პროგრამაში.
- ავტონომიური მზის ელ-სადგური, რომელიც არ არის საერთო ქსელში მიერთებული. იგი პირდაპირ აწვდის ენერგიას მომხმარებელს, ხოლო ენერგიის სიჭარბის შემთხვევაში აკუმულატორებში აგროვებს მას.
- ჰიბრიდული მზის ელ-სადგური, რომელიც მუშაობს როგორც ქსელურ ასევე ავტონომიურ რეჟიმში.
სადგურის ტიპისა და სიმძლავრის დადგენის შემდეგ შეირჩევა მისი მოწყობის მეთოდი და ადგილმდებარეობა.
ეტაპობრივად, საუკეთესო შედეგის მისაღწევად:
- მზის ელ-სადგურის პროექტირება იწყება მიწის ნაკვეთის ან სახურავის შესწავლით, რომელზეც სადგური უნდა განთავსდეს. აუცილებელია გამოვრიცხოთ პანელების ჩრდილში მოხვედრის რისკები;
- ჰელიოს ენერჯი სპეციალზებულ საპროექტო პროგრამაში ქმნის მზის ელ-სადგურის მოდელს, მთელი თავისი კომპონენტებით. ეს შეიძლება იყოს: პანელები, ინვერტორები, მრიცხველები, კაბელები და აკუმულატორები;
- მომხმარებელს ვაწვდით მზის ელ-სადგურის მაკეტს და ვაგრძელებთ პროექტზე მუშაობას;
- ჩვენ ვამუშავებთ სამშენებლო სამუშაოებისთვის საჭირო ნახაზებსა და დოკუმენტებს, ვაწარმოებთ სადგურის გაანგარიშებას;
- ვადგენთ გრაფიკს, მზის სადგურის წარმოების, მონტაჟისა და ექსპლუატაციაში მიღებისთვის;
- დასრულებულ პროექტს ვაბარებთ დამკვეთს.
პროექტის ფარგლებში შესაძლებელია დამატებითი სერვისების მიწოდება, რომლებიც აკმაყოფილებენ კლიენტის ინდივიდუალურ საჭიროებებს.



მზის ელ-სადგურის პროექტირებისთვის, ჩვენ ვიყენებთ PV*SOL premium პროგრამას, რომლითაც შეგვიძლია დავაპროექტოთ და შევქმნათ ყველანაირი ტიპის თანამედროვე ფოტოელექტრული სისტემის მოდელი – დაწყებული მცირე სახურავის სისტემიდან, დამთავრებული კომერციული სახურავების და მძლავრი მზის ელ-სადგურების სისტემებით მიწაზე.
უნიკალური 3D ვიზუალიზაცია არის PV*SOL premium-ის მთავარი უნარი. თქვენ შეგიძლიათ ვიზუალურად შექმნათ ყველა გავრცელებული მზის სისტემის ტიპი სამ განზომილებაში. გარდა ამისა, პროგრამა იძლევა შესაძლებლობას სრულად გავითვალისწინოთ სადგურის გარშემო არსებული მდგომარეობა, იქნება ეს შენობა-ნაგებობები, ხეები თუ სხვა. ამით ჩვენ წინასწარ განვსაზღვრავთ რამ შეიძლება გამოიწვიოს პანელების დაჩრდილვა, რა პროცენტულობით, დროის რომელ მონაკვეთში. ამის ცოდნა კი შესაძლებლობას მოგვცემს მაქსიმალურად გავზარდოთ შემოსავლის პროგნოზირების საიმედოობა.
თუ გსურთ პროფესიონალურად შემუშავებული პროექტი, რათა შეამციროთ ენერგიის ხარჯები და უზრუნველვყოთ ობიექტის სტაბილური ენერგიით მომარაგება, ჰელიოს ენერჯი ამ ყველაფრის განხორციელებაში საუკეთესო არჩევანი იქნება, რომელიც სწრაფად, ეფექტურად და ხარისხიანად სისრულეში მოიყვანს თქვენს სურვილებს.