ჰელიოს ენერჯი,

ბიზნესი თავისუფლების იდეით

კომპანია ჰელიოს ენერჯი დაფუძნდა 2017 წელს და საქმიანობს მზის ენერგეტიკის მიმართულებით. მისი დაფუძნების იდეა არ ჰგავს ჩვეულებრივ კომპანიის შექმნას, არამედ უფრო ისტორიაა, თუ როგორ შეიძლება ბიზნესს დაედოს საფუძვლად თავისუფლების იდეა – გავხადოთ თითოეული ჩვენი ქვეყნის მოქალაქე ენერგოდამოუკიდებელი და ამით მივაღწიოთ ქვეყნის საერთო ენერგოდამოუკიდებლობას.

კომპანიის დამფუძნებელი თორნიკე დარჯანია გვიყვება, რომ 2017 წელს ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც მზის პანელებისადმი განსაკუთრებული ინტერესის და ჰობის გამო, საკუთარი სახლის სახურავზე განათავსა მზის ელ-სადგური და ჩართო ნეტო აღრიცხვის პროგრამაში. ამის შემდგომ ელ-ენერგიის გადასახადი აღარ გადაუხდია, ვიანიდან მისი სადგური მას სრულად ამარაგებს. მოგვიანებით კი შეიძინა ელექტრომობილი და მასაც მზის ელ-სადგურით მუხტავს. შესაბამისად, არც ნავთობპროდუქტებში იხდის ფულს.

ეს საინტერესო ისტორია2017 წელს მრავალმა მედია საშუალებამ გააშუქა და ენერგოდამოუკიდებლობის იდეაც ბევრმა მოქალაქემ აიტაცა. გასაკვირი არაა, ყველას გვინდა ვიყოთ ენერგოდამოუკიდებლები, გვქონდეს საკუთარი ენერგიის წყარო და არ ვიყოთ დამოკიდებული არც საკუთარ სახელმწიფოზე და მითუმეტეს სხვა სახელმწიფოზე, რამეთუ დღეს ქვეყანას ენერგეტიკული დეფიციტი აქვს. მიუხედავად იმისა, რომ 20 წელზეა მეტია გასული, ყველას გვახსოვს ბნელი 90-იანი წლები და ჩვენ ის თაობა ვართ, რომელიც სანთლის შუქზე გაიზარდა. დღესდღეობით კი შესაძლებლობა გვაქვს, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ვაწარმოოთ ეკოლოგიურად სუფთა ენერგია, მოვიხმაროთ და თუ ჭარბი გვექნება, სახელმწიფოს მივყიდოთ. ეს ერთგვარი გარდატეხაა ჩვენს ცნობიერებაში, ახალი სამყაროა სულ სხვა შესაძლებლობებით და იმედის მომცემი, რომ ჩვენ არასოდეს დავბრუნდებით ბნელი 90-იანი წლების ენერგეტიკულ კრიზისში. რაც ყველაზე მთავარია, მზის ენერგია ხომ ამოუწურვადია და ის არის დღესდღეობით ენერგიის ყველაზე სუფთა წყარო. მზე ყოველდღიურად იმაზე მეტ ენერგიას გვაძლევს დედამიწას, ვიდრე ეს ჩვენ გვჭირდება.

სიუჟეტების გასვლის შემდგომ თორნიკეს მსგავსად ბევრი სხვაც შეიპყრო ენერგოდამოუკიდებლობის იდეამ, ბევრს სურდა დაეყენებინა მზის ელ-სადგურიდა გამხდარიყო ენერგოდამოუკიდებელი. ასე გაჩნდა იდეა, შექმნილიყო კომპანია, რომელიც მოქალაქეებს შესთავაზებდა მზის ენერგეტიკის გამოყენებით გამხდარიყვნენ ენერგოდამოუკიდებლები.

2017 წელს დაარსებიდან დღემდე კომპანია ჰელიოს ენერჯიმ განვითარების მრავალი საფეხური გაიარა. პირველი და უმთავრესია იყო ადამიანებისთვის იდეის შთაგონება, რომ გამოიყენონ განახლებადი და სუფთა ენერგიის წყარო, ამ მიზნით კომპანია დღემდე ახორციელებს საინტერესო მზის ენერგეტიკის საგანმანათლებლო და პოპულარიზაციის პროექტებს, მართავს შეხვედრებს სხვადასხვა ჯგუფებთან, მოზარდებთან (განსაკუთრებით რეგიონებში) და ათავსებს სასწავლო ვიდეოების ჰელიოს ენერჯის YouTube არხზე.

2019 წელს კი შეიქმნა ჰელიოს ენერჯის აკადემია, სადაც ყველა დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა გაიგოს მეტი მზის ენერგეტიკის შესახებ. განახლებადი ენერგიების საბაზისო კურსი განკუთვნილია ყველა დაინტერესებული პირისთვის, ვისაც სურს შეიძინოს ან გაიღრმავოს ცოდნა განახლებადი ენერგიების სფეროში.

2018 წელს ჰელიოს ენერჯი დაპარტნიორდა გერმანულ კომპანია IMS Erneuerbare Energien GmbH-სთან, რათა შეძლებოდა უფრო დიდი მასშტაბის პროექტების განხორციელება გერმანული კომპეტენციის გამოყენებით. 2018 წელსვე გაფორმდა პარტნიორობის ხელშეკრულება კომპანია E-Space-თან, რომელიც საქართველოში ავითარებს ელ-მობილების დამტენების ქსელს. ჰელიოს ენერჯი ცდილობს, სხვადასხვა კომპანიებთან თანამშრომლობით და ერთობლივი ძალებით განავითაროს განახლებადი ენერგიების სფერო და ბაზარი საქართველოში.

გერმანულ კომპანიასთან თანამშრომლობის ფარგლებში ჰელიოს ენერჯიმ შეძლო თავისი კადრები გადაემზადებინა გერმანიაში. კომპანიის თანამშრომლები მონაწილეობას იღებენ ასევე გერმანიაში მზის ელ-სადგურების მშენებლობაში. შესაბამისად, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჰელიოს ენერჯი ერთადერთი კომპანიაა საქართველოში, რომელიც ევროპული სტანდარტების სრული დაცვით ახორციელებს მზის ელ-სადგურების მონტაჟს და ამასთანავე მას ჰყავს ყველაზე კომპეტენტური კადრები.

კოპანიის მონაცემებით, ყოველწლიურად იზრდება მოთხოვნა მზის ელ-სადგურებზე, მაგალითად, 2018 წელთან შედარებით 2019 წელს მოთხოვნა ხუთჯერ გაიზარდა. ჰელიოს ენერჯი ცდილობს, გაზრდილი მოთხოვნის კვალდაკვალ კიდევ უფრო გააიაფოს მზის ელ-სადგურების ღირებულება და შეინარჩუნოს მონტაჟის მაღალი სტანდარტი.

დაარსებიდან დღემდე ბევრი საინტერესო პროექტი განხორციელდა, მაგრამ რამდენიმე მათგანი ღირს გამოყოფად:

 

  • 120 კვტ სიმძლავრის მზის ელ-სადგური, რომელიც განთავსებულია თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების ბიბლიოთეკის სახურავზე და ელ-ენერგიით ამარაგებს უნივერსიტეტს. გარდა ამისა, მზის პანელები იცავენ სახურავს გადახურებისაგან. აღსანიშნავია, რომ ეს სადგური არის საქართველოში სიმძლავრით ყველაზე დიდი სადგური, რომელიც ქართული კომპანიის მიერ არის დამონტაჟებული.
  • 5 კვტ სიმძლავრის სადგური გორში, რომელიც სრულად ამარაგებს პასიურ სახლს, სადაც გათბობაც და გაგრილებაც ელ-ენერგიაზეა. შესაბამისად, სახლის მფლობელს საერთოდ არ უწევს კომუნალური გადასახადების გადახდა. ამ სახლში ბუნებრივი აირი საერთოდ არ არის შეყვანილი.
  • ევექსის კლინიკა ქარელში, სადაც განთავსებულია 64 კვტ სიმძლავრის მზის ელ-სადგური და ეს სადგური სრულად ამარაგებს კლინიკას ელ-ენერგიით.
  • ზღვის დონიდან 3015 მეტრზე, მყინვარწვერის ძირში განთავსებული სამთო ქოხი ალტიჰატი, რომლის სახურავზეც განთავსდა 12 კვტ სიმძლავრის ჰიბრიდული მზის ელ-სადგური და ამარაგებს როგორც სამთო ქოხს, ასევე მაგთის გადამცემ ანტენას, რაც კომუნიკაციის ერთადერთი საშუალებაა ტურისტებისთვის გარესამყაროსთან.

 

ჰელიოს ენერჯის ხედვით, იმისათვის, რომ მივაღწიოთ სრულ ენერგოდამოუკიდებლობას, საჭიროა, განახლებადი ენერგიების გამოყენებით გადავწყვიტოთ სამი მნიშვნელოვანი საკითხი: 1. ელექტროენერგიის წარმოება; 2. გათბობა და გაგრილების უზრუნველყოფა; 3. გადაადგილება (მობილობა).

თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით ამ სამივე სფეროს მომარაგება მზის ენერგეტიკით შესაძლებელია. პირველ შემთხვევაში მზის ელ-სადგური გვეხმარება, რომ ვაწარმოოთ ეკოლოგიურად სუფთა და განახლებადი ელ-ენერგია, რომელსაც ასევე გამოვიყენებთ გათბობისთვის და გაგრილებისთვის თბური ტუმბოების გამოყენებით. გადაადგილების უზრუნველყოფა ელ-მობილებით ელ-ენერგიის გამოყენებით სიახლეს აღარ წარმოადგენს.

ჰელიოს ენერჯის მიზანია მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახადოს ეს ტექნოლოგია, რომელიც საშუალებას მისცემს ადამიანებს და მთლიანად ქვეყანას იყოს ნაკლებად დამოკიდებული ცენტრალიზებულ ენერგეტიკულ წყაროებზე და მიაღწიოს ნაწილობრივ ან სრულ ენერგეტიკულ თავისუფლებას.

One Response

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *