ჩვენ შესახებ
ენთუზიაზმით დაწყებული საქმეების თუ გჯერათ?
ასე დავიწყეთ…

თქვენ შეგიძლიათ გქონდეთ თქვენი მზის ელექტროსადგური და იყოთ ენერგოდამოუკიდებლები, თქვენთვითონ გამოიმუშაოთ ელექტროენერგია და არ იყოთ სხვის მიერ მოწოდებულ დენზე დამოკიდებული
თორნიკე დარჯანია

რა შეიძლება იყოს იმაზე გონივრული ვიდრე მზის, როგორც ენერგიის უსასრულო წყაროს ათვისება, რომელიც არავის საკუთრებაში არ არის და ამავდროულად ჩვენ, ყველას გვეკუთვნის...
გუგა ბარბაქაძე
ჩვენი მიზანია რაც შეიძლება მეტი მზის სხივი გარდავქმნათ ენერგიად!
და ამას ზუსტად ვიცით როგორ გავაკეთებთ: თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით რაც შეიძლება მეტ ადამიანს მივცემთ მზის რესურსის გამოყენების შესაძლებლობას.
რატომ გვინდა ამის გაკეთება?
რადგან გვჯერა #ენერგოდამოუკიდებლობის მიღწევა აბსოლიტურად რეალურია, იქნება ეს ინდივიდი თუ მთლიანი სახელმწიფო.
ეს გვამოძრავებს და ვიცით ამ გზაზე ბევრი თანამოაზრე გვყავს 💛
ამ გზაზე ჩვენ ვიქნებით თანამედროვე ცოდნის და ყველა იმ მიღწევის შემომტანი, რომელიც ყველა დაინტერესებულისთვის უფრო მეტ შესაძლებლობას გააჩენს ქვეყნაში, იქნება ეს ტექნოლოგიების გაიაფება თუ სხვაგვარი ხელმისაწვდომობა.
ამას მივაღწევთ და ღმერთების დახმარების იმედი გვაქვს, უპირველესყოვლისა ჩვენის!