მზის ელექტროსადგურების ინსტალატორი (3-თვიანი პროექტი)
გმადლობთ, რომ დაინტერესდით „ჰელიოს ენერჯიში“ დასაქმებით.
სანამ გასაუბრების დროს ჩანიშნავთ, გვინდა სრულად და გამჭვირვალედ გაგიზიაროთ ინფორმაცია მიმდინარე ვაკანსიის, სამუშაო პირობებისა და მოლოდინების შესახებ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენი გადაწყვეტილება იყოს გააზრებული და ზუსტად იცოდეთ, რა გარემოში მოგიწევთ მუშაობა.
პროექტის შესახებ და თანამშრომლობის ფორმატი
- ხანგრძლივობა: 3 თვე (აგვისტო – ოქტომბერი).
- სამუშაოს არსი: კომპანია ახორციელებს მსხვილ პროექტს, რის გამოც დროებით ვზრდით სამონტაჟო გუნდს.
- მუდმივი დასაქმების პერსპექტივა: პროექტის დასრულების შემდეგ, მაღალი კონკურენციის პირობებში, საუკეთესო შედეგებისა და მაღალი პასუხისმგებლობის მქონე კანდიდატებს მიეცემათ შესაძლებლობა, გადავიდნენ კომპანიის მუდმივ შტატში.
სამუშაო შინაარსი, ლოკაცია და გრაფიკი
- ძირითადი მოვალეობები: თქვენ არ მოგიწევთ რთულ ელექტროობასთან შეხება. სამუშაო მოიცავს ძირითადად კონსტრუქციების მშენებლობას – მზის პანელების განლაგებასა და მონტაჟს საყრდენ კონსტრუქციებზე, ასევე კაბელების გაყვანასა და პანელებთან დაერთებას.
- ძირითადი ლოკაცია: სამუშაოების 90% მიმდინარეობს მარნეულში (შესაძლებელია სხვა ლოკაციებიც).
- დღის განრიგი:
- 07:00 სთ – გამოცხადება „ჰელიოს ენერჯის“ ოფისში (თბილისი, სანზონა, თიანეთის ქუჩა 52).
- ოფისიდან ობიექტზე გადაყვანა ხორციელდება კომპანიის ავტომობილებით.
- სამუშაო ხანგრძლივობა: უშუალოდ ობიექტზე 8-10 საათი.
- სამუშაო დღის დასრულების შემდეგ კომპანიის ტრანსპორტითვე ბრუნდებით თბილისის ოფისში.
- სამუშაო დღეები და დასვენება: კომპანიისთვის ობიექტზე ყველა დღე სამუშაოა (მათ შორის შაბათი და კვირა). თუმცა, თანამშრომელი მუშაობს კვირაში 5 დღეს და აქვს 1 დასვენების დღე, რომლის აღებაც შეუძლია წინასწარი შეთანხმებით, კვირის ნებისმიერ დღეს.
- შორ მანძილზე გასვლა: იმ შემთხვევებში, თუ ობიექტი თბილისიდან 2 საათზე მეტი სავალით არის დაშორებული, კომპანია უზრუნველყოფს თანამშრომლებს ადგილზე საცხოვრებლით.
სამუშაოს სირთულე და გარემო
ყურადღებით წაიკითხეთ:
- ფიზიკური დატვირთვა: სამუშაო მოითხოვს ფიზიკურ ძალას, მძიმე კონსტრუქციებთან და ინსტრუმენტებთან მუშაობას.
- კლიმატური პირობები: სამუშაოები მიმდინარეობს ღია ცის ქვეშ, ძირითადად მარნეულში, სადაც ზაფხულის პერიოდში არის მაღალი ტემპერატურა და აუტანელი სიცხე.
- შესვენებები: დღის განმავლობაში გათვალისწინებულია რამდენიმე მოკლე შესვენება კვებისა და ძალების აღდგენისთვის.
ანაზღაურება და კვება
- ანაზღაურების სისტემა: გამომუშავებით – 10 ლარი საათში.
- გაცემის გრაფიკი: თვეში ერთხელ.
- კვების დანამატი (დღიური):
- თბილისიდან ყოველდღიური სიარულისას: 15 ლარი დღეში.
- რეგიონში ღამისთევით დარჩენის შემთხვევაში: 30 ლარი დღეში.
ხშირად დასმული კითხვები (FAQ)
1. რა არის საჭირო იმისათვის, რომ გასაუბრებაზე მოვიდე?
გასაუბრებაზე მოსასვლელად აუცილებელია წინასწარ დარეგისტრირდეთ ამ გვერდზე მოცემული ბმულის მეშვეობით და აირჩიოთ თქვენთვის მოსახერხებელი დროის სლოტი. რეგისტრაციის გარეშე კანდიდატების მიღება ვერ მოხდება.
2. ძირითადად რისი კეთება მომიწევს?
ელექტროობასთან შეხება არ გექნებათ. ეს არის ძირითადად კონსტრუქციების მშენებლობის საქმე: მზის პანელების განლაგება კონსტრუქციაზე, მისი მონტაჟი, კაბელების გაყვანა და პანელებზე დაერთება.
3. როგორია სამუშაო და დასვენების გრაფიკი?
ობიექტზე სამუშაოები მიმდინარეობს ყოველდღე. თქვენ გექნებათ კვირაში 1 დასვენების დღე, რომლის გამოყენებასაც შეძლებთ კვირის ნებისმიერ დღეს, წინასწარი შეთანხმებით.
4. სად მდებარეობს სამუშაო ობიექტი?
სამუშაოების 90% მიმდინარეობს მარნეულში. იშვიათ შემთხვევაში, შესაძლოა იყოს სხვა ლოკაციებიც.
5. როგორ ხდება ობიექტზე გადაადგილება?
ყოველ დილით, 07:00 საათზე, შეკრება ხდება „ჰელიოს ენერჯის“ ოფისში (თბილისი, სანზონა, თიანეთის ქ. 52). ოფისიდან ობიექტზე და სამუშაო დღის ბოლოს უკან, თბილისში დაბრუნება ხორციელდება კომპანიის ტრანსპორტით.
6. რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ ობიექტი თბილისიდან შორს არის?
თუ ობიექტი თბილისიდან 2 საათზე მეტი სავალით არის დაშორებული, კომპანია უზრუნველყოფს თანამშრომლების ადგილზე საცხოვრებლით განთავსებას.
7. როგორ ანაზღაურდება კვება?
კომპანია გაძლევთ კვების დღიურ დანამატს:
• თბილისიდან ყოველდღიური სიარულისას – 15 ლარი დღეში.
• რეგიონში ღამისთევით დარჩენის შემთხვევაში – 30 ლარი დღეში.
8. როგორია ანაზღაურების სისტემა და გაცემის გრაფიკი?
ანაზღაურება არის გამომუშავებით – 10 ლარი საათში. ხელფასის გაცემა ხდება თვეში ერთხელ.
9. საჭიროა თუ არა სპეციალური სამუშაო გამოცდილება?
სავალდებულო არ არის მზის სადგურებზე მუშაობის წინარე გამოცდილება. მთავარია ფიზიკური მზაობა, ელემენტარულ ხელსაწყოებთან მუშაობის უნარი და შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა. ადგილზე ჩატარდება შესაბამისი ინსტრუქტაჟი.
10. რა ხდება 3-თვიანი პროექტის დასრულების შემდეგ?
პროექტის დასრულების შემდეგ, საუკეთესო შედეგებისა და მაღალი პასუხისმგებლობის მქონე თანამშრომლებს მიეცემათ შესაძლებლობა, გადავიდნენ კომპანიის მუდმივ შტატში.
შემდეგი ნაბიჯი: გასაუბრების ჩანიშვნა
თუ გაეცანით პირობებს, აცნობიერებთ სამუშაოს სირთულეს და მზად ხართ 3-თვიან პროექტში ჩასართავად, გელით გასაუბრებაზე.
- თარიღი: შაბათი, 25 ივლისი.
- ადგილი: „ჰელიოს ენერჯის“ ოფისი (თბილისი, სანზონა, თიანეთის ქუჩა 52).
- ფორმატი: 15-წუთიანი პირისპირ შეხვედრა.
გთხოვთ, აირჩიოთ თქვენთვის მოსახერხებელი დროის სლოტი და დარეგისტრირდეთ: https://cal.com/heliosenergy/onsite