გერმანული გამოცდილება და პროფესიონალიზმი
სერვისები
პროფესიონალური დამოკიდებულება ურთიერთობის ყველა ეტაპზე
შემდგომი მხარდაჭერა
მზის ენერგიის გენერაცია მისი სხვა ალტერნატივებისგან განსხვავებით ყველაზე ნაკლებ მიმდინარე ტექნიკურ მხარდაჭერას საჭიროებს. მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ თქვენი სისტემის გამართულად მუშაობაზე თვალყურის დევნება შეგვიძლია და ამას ყველაზე თანამედროვე აპლიკაციებითა და ხელსაწყოებით გავაკეთებთ. და რაც მთავარია – ჩვენ ვართ თქვენი მუდმივი კონსულტანტი მზის ენერგიის გენერაციის საკითხებში!
ადამიანებთან ერთად, რომელთაც ნდობა გამოგვიცხადეს, ჩვენ არაერთი მზის სხივი ვაქციეთ ელექტროენერგიად და ეს სტატისტიკა ახლა, ამ წუთსაც იზრდება
საქართველოში
ჩვენს მიერ დადგმული სიმძლავრე

გერმანიაში
ჩვენს მიერ დადგმული სიმძლავრე

ძალიან ხშირად დასმული კითხვები
ჰელიოს ენერჯი საქმიანობს მზის ენერგეტიკის მიმართულებით, რაც გულისხმობს მზის ელექტროსადგურების აშენებას, რომლებიც იძლევიან ელექტროენერგიას. მზის ელექტროსადგურები სხვადასხვა ტიპის არსებობს, თუმცა, ყველა მათგანის შემადგენელი ნაწილია მზის ფოტოვოლტაიკური პანელები, რომლებიც მზის სხივს გარდაქმნიან ელექტროენერგიად.
ჰელიოს ენერჯი ამ ეტაპზე არ აყენებს მზის ენერგიაზე წყლის გამაცხელებელ სისტემებს (ე.წ. მზის კოლექტორებს) და გათბობის სისტემებს.
არსებობს რამდენიმე სახის მზის ელექტროსადგური. ესენია ძირითადად ქსელზე დაერთებული, ქსელისგან დამოუკიდებელი (კუნძულოვანი) და ჰიბრიდული. ყველა მათგანს თავისი დანიშნულება აქვს. შესაბამისად, სანამ მოგვმართავთ, შეგიძლიათ გაეცნოთ მათი მუშაობის პრინციპებს და შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი ვარიანტი.
ქსელზე დაერთებული მზის ელექტროსადგური – დღის განმავლობაში, მზის შუქის პირობებში, გამოიმუშავებს ელექტროენერგიას, რაც გულისხმობს ქსელთან ერთად ერთობლივ რეჟიმში ელექტროენერგიის მიწოდებას. ქსელის გათიშვის შემთხვევაში მზის ელექტროსადგურიც ითიშება (ტექნიკური პირობების გამო)
ქსელისგან დამოუკიდებელი (კუნძულოვანი) მზის ელექტროსადგური – დღის განმავლობაში, მზის შუქის პირობებში, დადგმული მზის ელექტროსადგური გამოიმუშავებს ელექტროენერგიას და ამასთანავე ინახავს აკუმულატორებში. მზის ჩასვლის შემდგომ დამკვეთის ობიექტის მომარაგება ხორციელდება აკუმულატორების სისტემიდან. სადგურს არ აქვს კავშირი ცენტრალურ ქსელთან.
ჰიბრიდული სისტემა – დღის განმავლობაში, მზის შუქის პირობებში, დადგმული მზის ელექტროსადგური გვაწვდის გამომუშავებულ ელექტროენერგიას. მზის სადგურის ტიპია ქსელზე დაერთებული, აკუმულატორების სარეზერვო მარაგით, რაც გულისხმობს ქსელთან ერთად, ერთობლივ რეჟიმში ელექტროენერგიის მიწოდებას. ქსელის გათიშვის შემთხვევაში ობიექტს მოამარაგებს აკუმულატორებს სარეზერვო სისტემა.
თუ რომელი სადგური უნდა დააყენოთ დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ფუნქცია გსურთ, რომ შეასრულოს სადგურმა, იყოს მხოლოდ ელექტროენერგიის დაზოგვის მიზნით (ქსელური სადგური), მოგამარაგოთ იქ, სადაც არ არსებობს ცენტრალური ქსელი, თუ ორივე ფუნქცია შეასრულოს?
ჩვენგან კომპლიმენტი თქვენ! თქვენ ხართ იმ მცირეთაგანი, რომელიც არ გაუშვებს მომავალში შანსს, რომ გახდეს ენერგოდამოუკიდებელი და გაანულოს ელექტროენერგიის გადასახადი. სამწუხაროდ, ბევრ პოტენციურ კლიენტს არ აქვს შესაბამისი სახურავი მზის ელექტროსადგურისთვის, მიუხედავად იმისა, რომ მათ დიდი სურვილი აქვთ მზის ელექტროსადგურის შეძენის. ამიტომ ამისი თავიდანვე დაგეგმა ძალიან ჭკვიანური ნაბიჯია.
სასურველია, რომ მზის პანელები უყურებდეს სამხრეთს, ამ დროს ყველაზე მეტს გამოიმუშავებენ ისინი. შესაბამისად, ჩვენ გირჩევთ, სახურავის ფერდი განათავსოთ სამხრეთის მხარეს მინიმუმ 15 გრადუსი დახრით.
თუმცა, ყველას ვერ გამოსდის სამხრეთისკენ სახურავის დახრა და რა ხდება მაგალითად აღმოსავლეთ-დასავლეთის დახრის შემთხვევაში? ჩვენი გამოცდილებით, ამ დროს გამომუშავება 15 %-ით ნაკლებია (დაახლოებით 1100 კვტ/სთ ერთი კვტ-ზე), თუმცა, სადგურს არ აქვს მაღალი პიკური გენერაცია, როგორც სამხრეთისკენ დახრილს, არამედ უფრო მეტად სტაბილურად გადანაწილებული, როგორც ეს ფოტოზეა.
მზის პანელები ყოველწლიურად არ უნდა განიცდიდნენ 0,65 %-ზე მეტ დეგრადაციას, ანუ გამომუშავების კლებას. ეს არის მწარმოებლის ოფიციალური საგარანტიო დათქმა. ჯამში პანელებმა 25 წლის განმავლობაში გამომუშავების თვალსაზრისით არ უნდა მოიკლოს 20 %-ზე მეტად. პანელების სიცოცხლისუნარიანობა იზომება 25 და მეტი წლით.
რაც შეეხება ინვერტორებს, მათი საშუალო სიცოცხლის ხანგძლივობა შეადგენს 10 წელს. ინვერტორებს გამომუშავებაში (გარდაქნის კოეფიციენტი) კლება თითქმის არ აქვთ.
ჩვენ პროექტებში ვიყენებთ მხოლოდ Solax Power-ის გარდამქნელებს (თუ კლიენტს სხვა მოთხოვნა არ აქვს), რომელიც მსოფლიოში საუკეთესო ინვერტორების ხუთეულშია!
გარდამქნელი მზის ელექტროსადგურის “გულია” და ის ძალიან კარგი ხარისხის უნდა იყოს, რომ დიდი ხანი იმუშაოს. სოლაქსის ინვერტორებს 5 წლიანი საგარანტიო პერიოდი აქვთ.
ინფორმაციისთვის, 2018 წლის მსოფლიოს საუკეთესო ინვერტორების რეიტინგი:
- Fronius
- Solaredge
- SMA
- Sungrow
- Solax Power
ბლოგი

ჰელიოს ენერჯი – ბიზნესი თავისუფლების იდეით
ჰელიოს ენერჯი, ბიზნესი თავისუფლების იდეით კომპანია ჰელიოს ენერჯი დაფუძნდა 2017 წელს და საქმიანობს მზის ენერგეტიკის მიმართულებით. მისი დაფუძნების

ვირტუალური ნეტო აღრიცხვა
ვირტუალური ნეტო აღრიცხვა საქართველო ევროინტეგრაციის გზას ადგას და შესაბამისად, ქვეყანას აქვს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები, რაც ბევრ

მზის ელექტროსადგურის დადებითი და უარყოფითი მხარეები
მზის ელექტროსადგურის დადებითი და უარყოფითი მხარეები ხშირად გვეკითხებიან, თუ რა არის მზის ელექტროსადგურის დაყენების დადებითი და უარყოფითი მხარეები,