ქარის ენერგია

/ქარის ენერგია
ქარის ენერგია2017-04-09T14:13:35+00:00

მზის ენერგიის ათვისებასთან ერთად, პარალელურად განვითარდა ქარის გენერატორები, რომლებიც ქარის ენერგიას გარდაქმნიან ელექტროენერგიად. ქარის ელექტროსადგურები არსებობს სხვადასხვა ზომის და მათი გამოყენება უკვე შესაძლებელია როგორც პირადი, ასევე სამეწარმეო კუთხითაც. საჭიროების მიხედვით, შესაძლებელია უკვე, 0,200 კილოვატიდან ზემოთ სიმძლავრის გენერატორის დაყენება, რომელსაც დაახლოებით 1,50 მ/წ ქარი სჭირდება ელექტროენერგიის გამომუშავების დასაწყებად.

ქარის ელექტროსადგურის მოწყობა შესაძლებელია როგორც დამოუკიდებლად, მზის ელექტროსადგურის გარეშე, ასევე ერთობლივად. ერთობლივ სისტემას ქარისა და მზის ჰიბრიდული სისტემა ეწოდება. გამომუშავებული ენერგია შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც კუნძულოვანი, ასევე ქსელზე დაერთებული სისტემისთვის. ქვემოთ ნახატზე მოცემულია ქარისა და მზის ჰიბრიდული სისტემის მაგალითი, რომელიც რეგულატორის მეშვეობით აგროვებს აკუმულატორებში ელექტროენერგიას, ხოლო გარდამქმნელის მეშვეობით მის მიწოდებას უზრუნველყოფს მოხმარებისთვის.

როგორც აღინიშნა, ქარის ელექტროსადგურის მიერთება შესაძლებელია ასევე ცენტრალურ ქსელზე, რაც გულისხმობს იმას, რომ როგორც მზის სადგურის შემთხვევაში, მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება, ზედმეტად გამომუშავებული ელექტროენერგია მიაწოდოს ცენტრალურ ქსელს (იხ. ქვემოთ სქემატური ნახატი)

იმისათვის, რომ დავაყენოთ ქარის ელექტროსადგური, აუცილებლად უნდა გამოვიკვლიოთ ტერიტორია, სადაც ვაპირებთ მის დაყენებას. კერძოდ, გამოკვლეულ უნდა იქნეს ქარის სიჩქარე, გენერატორის დაყენების სიმაღლე და ა.შ.
პროდუქციის ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.