კუნძულოვანი სისტემა

/კუნძულოვანი სისტემა
კუნძულოვანი სისტემა2017-03-22T20:46:28+00:00

რა არის ქსელისგან დამოუკიდებელი, ე.წ. კუნძულოვანი სისტემა?

ქსელისგან დამოუკიდებელი, ე.წ. კუნძულოვანი სისტემა გამოიყენება ელექტროენერგიის მომარაგებისთვის ისეთ ადგილებში, სადაც ვერ ხერხდება ცენტრალური სისტემიდან ელექტროენერგიის მიწოდება, ან ასეთი მიწოდების უზრუნველყოფა დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. ასეთი სისტემის გამოყენება ხდება ძირითადად საცხოვრებელ ადგილებში როგორიცაა მაგ. აგარაკები, ან სამეწარმეო ადგილებში, მაგ. ფერმები, მთის საკურორტო ობიექტები და ა.შ.. კუნძულოვანი სისტემით ხდება ასევე მაღალმთიან რეგიონებში მონასტრების ელექტროენერგიით მომარაგება.

ქსელისგან დამოუკიდებელი სისტემა შესაძლებელია ასევე გამოყენებულ იქნეს იმ ადგილებში, სადაც ელექტროენერგიის მიწოდება ხდება ცენტრალური ელექტრო ქსელიდან, თუმცა, ხშირი ავარიების გამო ქსელი ითიშება. ასეთია, მაგალითად, მაღალმთიანი რეგიონები, სადაც დიდთოვლობის ვერ ხერხდება ხოლმე ელექტროენერგიის მიწოდება. უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, დაუშვებელია ქსელისგან დამოუკიდებელი სისტემის მიერთება ცენტრალურ ქსელთან.

ტექნიკური მახასიათებლები:

კუნძულოვანი სისტემა შედგენა ელექტროენერგიის წყაროსგან – მზის ელექტრო პანელებისგან ან ქარის გენერატორისგან, დამტენი რეგულატორისგან, რომელიც არეგულირებს აკუმლატორის დატენვის სიმძლავრეს. დამტენ რეგულატორზე ხდება შესაბამისი ტექნიკის, განათებების და ა.შ. მიერთება.

მარტივი კუნძულოვანი სისტემა მუდმივ დენზე

მარტივი კუნძულოვანი სისტემა მუდმივ დენზე (DC) ძირითადად გამოიყენება ისეთ შემთხვევებში, როდესაც მასზე ხდება მუდმივ დენზე მომუშავე ტექნიკის დაერთება. მაგალითად, მუდმივ დენზე (3,7 – 12 V DC) მომუშავე ნათურების, ტელეკომუნიკაციის საშუალებების დასატენად და ა.შ. ასეთი სისტემა უფრო იაფია, ცვლად დენზე მომუშავე სისტემასთან შედარებით, ვინაიდან მას არ ესაჭიროება 220 ვოლტზე გარდამქმნელი. თუმცა, უარყოფითი ფაქტორი არის ის, რომ სტანდარტულ 220 ვოლტზე მომუშავე ტექნიკის მომარაგებას ასეთი სისტემით ვერ შეძლებთ.

კუნძულოვანი სისტემა ცვლად და მუდმივ დენზე

კუნძულოვანი სისტემა მზის პანელების მიერ გამომუშავებულ ელექტროენერგიას ინახავს აკუმლატორში. ინვერტორის დამატებით შესაძლებელი ხდება მუდმივი დენის ცვლად დენად გარდაქმნა და სტანდარტული, 220 ვოლტზე მომუშავე ტექნიკის ფუნქციონირების უზრუნველყოფა. მუდმივ დენზე მომუშავე სისტემისგან განსხვავებით, კუნძულოვან სისტემას ემატება 220 ვოლტზე გარდამქმნელი, რომელიც უზრუნველყოფს ყველა სახის ტექნიკის ქსელზე დაერთებას. ქვემოთ ნახატზე მოცემულია კუნძულოვანი სისტემის ნახაზი ცვლად და მუდმივ დენზე.