ჰიბრიდული სისტემა

/ჰიბრიდული სისტემა
ჰიბრიდული სისტემა2017-03-22T20:44:56+00:00

რა არის ჰიბრიდული სისტემა?

ჰიბრიდული სისტემა არის ქსელზე დაერთებული სისტემისა და კუნძულოვანი სისტემის ერთობლიობა. იგი ძირითადად გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც მომხმარებელს სურს როგორც ელექტროენერგიის ქსელისთვის მიწოდება, ასევე სარეზერვო მარაგის შექმნა იმ შემთხვევისთვის, თუ ქსელში სისტემა გაითიშა. ჰიბრიდული სისტემა გამოიყენება ასევე ინდუსტრიულ დაწესებულებებში, რათა უზრუნველყოფილ იქნეს დენის უწყვეტი მიწოდება მაშინ, როდესაც ცენტრალურ ქსელში ელექტროენერგია ითიშება.

ჰიბრიდულ სისტემას უწოდებენ ასევე მზის ელექტროსადგურისა და ქარის ელექტროსადგურის ნაერთ კომბინაციას. ეს სისტემა გამოირჩევა დიდი უპირატესობით და უფრო მეტად უზრუნველყოფს ენერგოდამოუკიდებლობას მომხმარებლისთვის. მაშინ, როდესაც დღის განმავლობაში მზის საშუალებით ხდება ელექტროენერგიის მიღება, ქარის გენერატორს შეუძლია 24 საათის განმავლობაში მიაწოდოს ელექტროენერგია მომხმარებელს და ჩაუშვას ქსელში.

ქვემოთ მოცემულია ჰიბრიდული სისტემის სქემატური ნახაზი, სადაც გამოყენებულია ორი გარდამქმნელი. ამ შემთხვევაში მომხმარებელი ხელით რთავს სარეზერვო სისტემას მაშინ, როდესაც ითიშება ელექტროენერგია ცენტრალური ქსელიდან. სარეზერვო სისტემა უზრუნველყოფილია აკუმულატორებით. ბაზარზე იშოვება ასევე ჰიბრიდული გარდამქმნელები, რომელიც ამ ორი გარდამქმნელის ფუნქციას აერთიანებს. თუმცა, ასეთი გარდამქმნელები შედარებით ძვირია.