ქსელზე დაერთებული სისტემა

/ქსელზე დაერთებული სისტემა
ქსელზე დაერთებული სისტემა2017-03-22T20:46:43+00:00

რა არის ქსელზე დაერთებული სისტემა?

ელექტროენერგიის ცენტრალურ ქსელზე დაერთებული სისტემა არის ყველაზე ეკონომიური და გავრცელებული მზის ენერგიით ელექტროენერგიის გამომუშავების სისტემა, რომელიც ფართოდ გამოიყენება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მისი უპირატესობა მდგომარეობს ეკონომიურობაში, კერძოდ, გამომუშავებულ ელექტროენერგიას მომხმარებელი მოიხმარს, ხოლო ზედმეტს გასცემს ელექტროენერგიის ცენტრალურ ქსელზე, რასაც ცენტრალურ ქსელში ჩართული სხვა მომხმარებლები მოიხმარენ. ცენტრალურ ქსელზე გაცემულ ელექტროენერგიას აღრიცხავს რევერსული მრიცხველი (ნეტო აღრიცხვის მრიცხველი), რომელიც აღრიცხავს მომხმარებლის მიერ ცენტრალური ქსელიდან მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობას და ასევე ქსელისთვის მიწოდებულ რაოდენობას. მაგალითად, თუ მომხმარებელი ერთი თვის განმავლობაში ქსელს მიაწვდის 250 კილოვატ ელექტროენერგიას და მოიხმარს მხოლოდ 200 კილოვატს, მომხმარებელს თვის ბოლოს ექნება დადებითი ბალანსი 50 კილოვატის ოდენობით. წლიური დადებითი ბალანსის არსებობის შემთხვევაში, მომხმარებელს შეუძლია მიიღოს ცენტრალური ქსელის ოპერატორი კომპანიისგან 10 თეთრი ერთი კილოვატისთვის.

რეგულაცია, რომლის მიხედვითაც მომხმარებლებს საშუალება მიეცათ თავიანთი მზის ელექტროსადგური დაუერთონ ქსელს, საქართველოში მოქმედებს 2016 წლის მაისიდან (იხ. სემეკის დადგენილება).

იმისათვის, რომ მომხმარებელი ჩაერთოს ცენტრალურ ქსელში, მან უნდა დააყენოს მზის ელექტრო სადგური და დაწეროს განცხადება იმ ელექტროენერგიის გამანაწილებელ კომპანიაში (მაგ. თელასი, ენერგოპრო), რომლის ქსელზეც მას სურს დაერთება. განაცხადის ფორმა იხ. აქ.

რევერსული (ნეტო აღრიცხვის) მრიცხველის დაყენების ფასიანია და მისი ღირებულება შეადგენს 200 ლარს 10 კილოვატამდე ელექტროსადგურისთვის.

როგორ მუშაობს და რა კომპონენტებისგან შედგება ქსელზე დაერთებული სისტემა?

ქსელზე დაერთებული სისტემა მარტივია აგებულებით, კერძოდ, იგი შედგება მზის პანელებისგან და გარდამქმნელისგან (ინვერტორი), რომელიც პანელებიდან მიღებულ მუდმივ დენს გარდაქმნის ცვლად დენად და აწვდის ქსელს. მომხმარებელი მოიხმარს ელექტროენერგიას, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მზის ელექტროსადგური უფრო მეტ ელექტროენერგიას მოიხმარს, ვიდრე მომხმარებელს სჭირდება, იგი ავტომატურად მიეწოდება ქსელს.

ქსელზე დაერთებული სისტემის უარყოფითი მხარე არის ის, რომ იმ შემთხვევაში, თუ გაითიშება ცენტრალურ ქსელში ელექტროენერგია, გარდამქმნელიც ავტომატურად გაითიშება და იგი აღარ ჩაუშვებს მზის პანელების მიერ გამომუშავებულ ელექტროენერგიას ქსელში და მომხმარებელიც შესაბამისად ვეღარ მიიღებს ელექტროენერგიას. ამის მიზეზია უსაფრთხოების წესები, რომლის თანახმადაც არ შეიძლება დამოუკიდებელი სუბიექტის მიერ ქსელში ელექტროენერგიის ჩაშვება, მაშინ, როდესაც ელექტროენერგიის გამანაწილებელ კომპანიას ცენტრალურ ქსელში ელექტროენერგია გათიშული აქვს