ჩვენ შესახებ

/ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ2017-04-09T14:18:15+00:00

პირველად 2006 წელს გავეცანი განახლებადი ენერგიების ტექნოლოგიებს გერმანიაში. მაშინ გერმანიაშიც ყველაფერი ახალი დაწყებული იყო და მიმდინარეობდა მსჯელობა 2020 წლისათვის ატომური ენერგიის გამოყენებაზე უარის თქმისთვის მზადებაზე. როზა ლუქსემბურგის სახელობის გერმანული ფონდის დაფინანსებით სტუმრად ვიყავით სოფელ ვიტოვში არსებულ მზის ცენტრში, სადაც პირველად ვნახე მზის პანელებით საცხოვრებელი სახლის ელექტროენერგიით სრული მომარაგება, ასევე წყლის მზით გათბობის სისტემები, ქარის ენერგიაზე მომუშავე სადგურები და ელექტრომანქანა შიდა წვის ძრავის გარეშე. მაშინ დავისახე მიზნად, რომ საქართველოშიც აუცილებლად შევეცდებოდი განახლებადი ენერგიების ტექნოლოგიების დანერგვას.

2006 წლის შემდგომ 10 წელი გავიდა და მხოლოდ 2016 წელს შევძელი ჩემს მეგობრებთან ერთად დაგვეწყო მანამდე ჰობად არსებული გატაცების მასშტაბური დანერგვა. ეს ერთის მხრივ განაპირობა ჩვენს ქვეყანაში გაუარესებულმა ეკოლოგიურმა გარემომ, ნავთობზე და გაზზე ფასების ზრდამ, რაც ზრდის დამოკიდებულებას მათ იმპორტზე და მეორეს მხრივ ელექტროენერგიის მოხმარების მზარდმა მატებამ. ამას დაერთო ისიც, რომ გაუმჯობესდა საკანონმდებლო მდგომარეობა და მომხმარებლებს/აბონენტებს შეუძლიათ ჩაერთონ ელექტროენერგიის მომარაგების ერთიან ქსელში და ჭარბად გამომუშავებული ელექტროენერგია მიაწოდონ მას, შესაბამისად, გახდნენ მისი მწარმოებლები.

ჩვენმა გუნდმა მიზნად დაისახა ხელი შეუწყოს განახლებადი ენერგიების ტექნოლოგიების დანერგვას საქართველოში, რადგან მიგვაჩნია, რომ ამით ხელს შევუწყობთ ენერგოდამოუკიდებლობის განმტკიცებას, როგორც რიგითი მომხმარებლის დონეზე, ასევე მთლიანი ქვეყნის მასშტაბით. ჩვენ ვხედავთ მომავალს ელექტრომობილებით, ელექტრო თვითმფრინავებით და სატრანსპორტო დრონებით, გათბობის ელექტროსისტემებით. ამისათვის ჩვენ დაგვჭირდება მეტი ენერგია და მისი მიღება სუფთა წყაროებით, ემისიებით გარემოს დაბინძურების გარეშე! ჩვენი ვთვლით, რომ ჩვენი მომავალი იწყება დღეს, პატარ-პატარა თუმცა, სწრაფი ნაბიჯებით და გვწამს რომ მას მომზადებული შევხვდებით.

დამფუძნებელი,
თორნიკე დარჯანია